აქტივობა - სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ფილმების ჩვენება - განხილვა.
პროექტის ბენეფიციარებმა ნახეს ფილმი ადამიანის შრომითი უფლებების შესახებ
,,
სანტას სახელოსნო“ , რომელიც წარმოადგენს რეალურ
ისტორიას და პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კავშირშია
მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
ჩვენების ბოლოს მოეწყო
ფილმის მიმოხილვა, რომელიც წარმოდგენილი იყო სამუშაო ფურცლებზე სხვადასხვა
აქტივობების სახით . გაიმართა დისკუსია
ფილმში მიმდინარე პრიორიტეტული პრობლემის შესახებ. მოსწავლეებმა
იმსჯელეს პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა
და მათი მოგვარების გზებზე.
მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები :
1.
ბავშვთა უფლებების კონვენცია(შემოკლებული ვერსია);
2.
სამოქალაქო განათლების ლექსიკონი (ტერმინთა განმარტებები)
პროექტს აფინანსებს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
No comments:
Post a Comment