Wednesday, November 2, 2016

  
აქტივობა    - სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული  ფილმების ჩვენება - განხილვა.   


  პროექტის  ბენეფიციარებმა  ნახეს  ფილმი  ადამიანის შრომითი უფლებების შესახებ  
,, სანტას სახელოსნო“  ,  რომელიც წარმოადგენს    რეალურ  ისტორიას და   პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კავშირშია მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

       ჩვენების ბოლოს მოეწყო  ფილმის მიმოხილვა,  რომელიც წარმოდგენილი იყო სამუშაო ფურცლებზე სხვადასხვა აქტივობების სახით .  გაიმართა  დისკუსია  ფილმში მიმდინარე პრიორიტეტული პრობლემის შესახებ.    მოსწავლეებმა იმსჯელეს  პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და მათი მოგვარების გზებზე.

მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები :
1.      ბავშვთა უფლებების კონვენცია(შემოკლებული ვერსია);
2.      სამოქალაქო განათლების ლექსიკონი (ტერმინთა განმარტებები)



პროექტს აფინანსებს ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.